თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მანქანამ კაცი მოკლა

თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მანქანამ კაცი მოკლაავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფეიქრების ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შს სამინისტროში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.