იგოეთთან მინივენი ამოტრიალდა – დაშავდა 4 ადამიანი

იგოეთთან მინივენი ამოტრიალდა - დაშავდა 4 ადამიანი19 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან.

მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.