კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ფინალი გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ფინალი გამოტოვოსმადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ბარსელონასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

თავიდან ეს ტრამვა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ რონალდომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც კი გამოტოვოს, რაც რეალისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

ჯერჯერობით რეალის წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, კიევში გაიმართება.