მიხეილ სააკაშვილი: ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტისაზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი: ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტისაზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით,” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook-ის გვერდზე.