ნეიმარი: ”რეალში გადასვლას არ ვაპირებ”

ნეიმარი: ”რეალში გადასვლას არ ვაპირებ”ნეიმარმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა და თქვა რომ ის რეალში გადასვლას არ აპირებს, რადგან პსჟ-ში ბედნიერია. ნეიმარის თქმით, ჭორები მისთვის ძალიან დამღლელია:

”მინდა რომ ეს საუბრები დასრულდეს, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არსად წასვლას არ ვაპირებ, არც რეალში და არც ბარსელონაში. ჩემი მიზანია პსჟ-სთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო, ამჟამად კი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ”–განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარის რეალში ტრანსფერზე უკვე დიდიხანია საუბრობენ, მაგრამ როგორც ჩანს  ჯერჯერობით  ეს ტრანსფერი არ განხორციელდება.