საქართველოში 8-10 მაისს ძლიერი წვიმა და სეტყვა იქნება

საქართველოში 8-10 მაისს ძლიერი წვიმა და სეტყვა იქნებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.