“სიმწრისგან კივილი დაიწყო…” – ფოთში 6 წლის გოგონას გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა

"სიმწრისგან კივილი დაიწყო..." - ფოთში 6 წლის გოგონას გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცაფოთში 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად, მილების გასაწმენდი, ქიმიური ნივთიერება “კროტი” მიიღო. პატარა გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას პირის ღრუს მძიმე დაზიანება აქვს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის კანფეტის ნაცვლად, ეს ნივთიერება სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. სავარაუდოდ, გამყიდველს შეფუთვა შეეშალა.

– კივილი დაიწყო სიმწრისგან, ესაა მჟავა მილების გასაწმენდად, ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამიდველს. კიდევ კარგი, ბავშვმა არ გადაყლაპა ის ნივთიერება. პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

როგორც მაღაზიაში აღნიშნეს, “ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა”.

ნიუპოსტი