გრიგორი ლეპსი საავადმყოფოში გადაიყვანეს – მომღერალს ნეკნები აქვს ჩამტვრეული

გრიგორი ლეპსი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მომღერალს ნეკნები აქვს ჩამტვრეულიგრიგორი ლეპსი ჰოსპიტალიზირებულია. ნიუპოსტის ცნობით, რუსი მომღერალი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, ლეპსმა სერიოზული ტრავმა კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო. ინციდენტის ზუსტი გარემოებები დაზუსტებული არაა.

მომღერლის პრესმდივნმა ნატალია მოსტაკოვამ დაადასტურა, რომ მომღერალი საავადმყოფოში იმყოფება თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

– მე კომენტარს არ ვიძლევი, ყველაფერი რიგზეა, ის მალე გამოეწერება, – განაცხადა მან.

ბოლო დროს ლეპსს აშკარადა არ უმართლებს. რამდენიმე დღის წინ ის ისრაელის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში არ შეუშვა.