”ოცნება” სოზარ სუბარს საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს

”ოცნება” სოზარ სუბარს საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პარტიის ახალ ხელმძღვანელს და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს.

საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ერთ-ერთ კანდიდატად სოზარ სუბარს განიხილავს.

ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ “ქართულ ოცნებაში”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტული გვარების დასახელება არარელევანტური და ნაადრევია.

– სოზარი არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი მეგობარია, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელება ახლა არ იქნება რელევანტური და არც კორექტული არ იქნება იმიტომ, რომ ვერსად ვერ მივალთ ასე დასახელებით, იმიტომ, რომ არ გვიმსჯელია ჯერ ამ საკითხებზე. მოგვიანებით გვექნება პოზიცია, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

რუსთავი 2