აშშ-ში ტრაილერის ქართველი მძღოლი კარლო წვერავა დაიღუპა – სატვირთო მანქანა გზაში გადაბრუნდა – ვიდეო

დღეს ავტოავარია მოხდა აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, რომლის შედეგადაც ორი ქართველია დაღუპული, მესამე – გადარჩა. სატვირთო მანქანას, რომელიც გზაზე გადაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ.

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს გზა მსუბუქმა ავტომობილმა გადაუჭრა, ტრაილერის მძღოლი აცილებას შეეცადა, ბორდიურს შეეჯახა და გადატრიალდა.

imereti.news-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპული ქუთაისელი ემიგრანტია. დაღუპულის ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ 27 წლის კარლო წვერავა საჭეს თავად მართავდა.

ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახელმწიფო უზრუნველყოფს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018