ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე Toyota Camry-ის მარკის მსუბუქი ავტომობილით ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა როდესაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა და მას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.