კლუბური ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი – ალადაშვილის კლინიკაში შეყვანილი ძმებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა

კლუბური ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი - ალადაშვილის კლინიკაში შეყვანილი ძმებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალაადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა.
„მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა“, – განაცხადა აფციაურმა.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც “ნიუპოსტრს” შს სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება.