მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა – ათენის და სკოპიეს მრავალწლიანი დავა დასრულდა

მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა - ათენის და სკოპიეს მრავალწლიანი დავა დასრულდაათენსა და სკოპიეს შორის მრავალწლიანი დავა მაკედონიის სახელმწიფოს სახელწოდებასთან დაკავშირებით დასრულებულია.

ორმა ქვეყანამ ისტორიული დოკუმენტი გააფორმა. დღეიდან მაკედონიას ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება.

ძველი სახელწოდების წინააღმდეგი საბერძნეთი იყო. ათენში აცხადებდნენ, რომ მაკედონია საბერძნეთის ისტორიული რეგიონის სახელწოდებაა და სხვა სახელმწიფოს ანალოგიური სახელი არ უნდა ერქვას. ეს დავა მაკედონიის რესპუბლიკის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასაც აფერხებდა.

ისტორიული დოკუმენტის ცერემონია ორი ქვეყნის სასაზღვრო კურორტზე გაიმართა. შეთანხმების გაფორმებას ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი და გაეროს სპეცწარმომადგენელი დაესწრნენ.