ქუთაისელი გმირები – რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი

ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა თავის ფეისგვერდზე წერს:ქუთაისელი გმირები - რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი

_ რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი ჩვენი ქალაქის დღევანდელი 2018 წლის 31 მაისის გმირები  არიან!!!  დღეს მათ ალმოდებული მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინიდან გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს ჩვენივე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე პაატა ღამბაშიძე და პაატას ბებო , რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. კიდევ ერთელ მადლობა მათ, მათ მშობლებს და პედაგოგებს ასეთი ღირსეული მოქალაქეების აღზრდისთვის. ძვირფასო მეგობრებო გაცნობებთ რომ ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ და რობი კაპანაძისა და თემო რამიშვილის დამსახურებით ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა.

ბიჭები მე-10 მეორე და მე-11 მესამე კლასის მოსწავლები არიან (დამრიგებელები ირმა ფაიქიძე, შორენა ხურციძე).