ქუთაისში ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე შუახნის მამაკაცს ტრაილერმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.