”შალვა რამიშვილს 700.000 ლარი მისცეს ზაზა სარალიძის საწინააღმდეგო კამპანიისთვის” – ვიდეო

”შალვა რამიშვილს 700.000 ლარი მისცეს ზაზა სარალიძის საწინააღმდეგო კამპანიისთვის” - ვიდეო“აღმოჩენილია ფეისბუქ ბოტების ( ყალბი facebook -ის გვერდების) ფაბრიკა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროვოკატორი შალვა რამიშვილი…”- ეს განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა PostTV – ის ოფისთან გააკეთეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელების განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შალვა რამიშვილის ოფისში ადგილი აქვს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სახელისუფლო პიარს, რომელსაც ერთ-ერთი ბიზნესმენი აფინანსებს.
“ჩვენ PostTV- ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შალვა რამიშვილს დაახლოებით 50 ადამიანი ჰყავს ოფისში, რომლებიც აღჭურვილნი არიან კომპიუტერული ტექნიკით და სოციალური ქსელის მეშვეობით ზაზა სარალიძის დისკრედიტაციას ეწევიან. ამავე ჯგუფის წევრებს დავალებული აქვთ ხელისუფლების მაამებლური კომენტარების წერა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმისთვის შალვა რამიშვილს კონკრეტულმა ბიზნესმენმა 700.000 ლარი ჩაურიცხა. ასევე ჩვენი ინფორმაციით, რამიშვილი დაახლოებით 200 ადამიანს ამუშავებს სახლიდან და მათ ანაზღაურებას ხელზე აძლევს. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით შალვა რამიშვილის ოფისში, თუმცა შენობის დათვალიერების უფლება არ მოგვეცა, რაც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციას დაადასტურებდა. ჩვენ გვინდოდა მისთვის მოულოდნელად, პირდაპiრი ეთერის საშუალებით დაგვეთვალიერებინა ტერიტორია, თუმცა რამიშვილისგან კატეგორიული უარი მივიღეთ. თუ ახლა ის დადგება და მისივე ჟურნალისტებს გადააღებინებს სამუშაო პროცეს, ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ, რადგან მას უკვე აქვს საშუალება, დაფაროს ის რეალური სურათი, რაც PostTV-ის ოფისში ჩვენი ინფორმაციით ხდება”- განაცხადა ბესო შენგელიამ.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/david.markozia/videos/599675720394228/