ინგა გრიგოლია გიორგი შენგელაიაზე – “კაცს აგინა და კიდევ სტიპენდიას ითხოვს მისგან?”

ინგა გრიგოლია გიორგი შენგელაიაზე - "კაცს აგინა და კიდევ სტიპენდიას ითხოვს მისგან?"ინგა გრიგოლია გიორგი შენგელაიასთვის „ქართუს“ სტიპენდისს მოხსნას ეხმიანება.
როგორც იცით, ცნობილმა რეჟისორმა ბიძინა ივანიშვილს „გაუნათლებელი“ უწოდა და მას შემდეგ, მისივე გავრცელებული ინფორმაციით, ის სტიპენდია მოუხსნეს, რომელიც მას ივანიშვილის ფონდი უხდიდა.

ინგა გრიგოლია წერს:

„კაცს აგინა და კიდევ სტიპენდიას ითხოვს მისგან? თუ არ გევასება ტიპი, მის სტიპენდიას და დახმარებას საერთოდ რატომ იღებ??? თან ამდენი ხანი…“

ამავე ამბავს განსხვავებულად გამოეხმაურა ნიკა რურუა, რომელმაც აღნიშნა:

„ივანიშვილმა გიორგი შენგელაიას სტიპენდია მოუხსნა, იმის მერე, რაც ამ უკანასკნელმა მას ტელეინტერვიუში “უწიგნური” უწოდა. ივანიშვილმა უწიგნურობასთან ერთად მეწვრილმანეობა და სულმოკლე უღირსობაც დაამტკიცა“.
პირველი