თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს დაემუქრა

თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს დაემუქრადედაქალაქის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მემანქანეებმა გაფიცვით დაარღვიეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე კომპანიის შიდა განაწესი.ირაკლი ხმალაძე გაფუცულების მიმართ სამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს.

„ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო ეს უკანონო აქტი მათი მხრიდან, რომელსაც დღეს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ჰქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის განმავლობაში, ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა მაინც გადადგეს ქალაქის, დედაქალაქისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი.

ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. მათი მხრიდან დარღვეულია, დაწყებული კომპანიის შიდა განაწესით, სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე, რა თქმა უნდა, კანონი. რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა პასუხისმგებლობები“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.