ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავთან მივიდნენ

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხს ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ.

სოფელ დუისის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ როგორც სპეცოპერაციის დამგეგმავი მაღალჩინოსნები, ასევე ის სპეცრაზმელი, რომელმაც ახალგაზრდას საწოლში ესროლა.

პანკისში გამართულ აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა ზაზა სარალიძე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პანკისელები აქციების თბილისში გაგრძელებას აანონსებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება, გამოძიების დროულად დასრულება და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა – ეს არის მოთხოვნები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში, საზოგადოებრივ ცენტრთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა.

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, განაცხადა, რომ რადგან საქართველოს მთავრობის მეთაური გადადგა და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი ჯერ არ არის დამტკიცებული, ის პირადად მიმართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შეკითხვებზე პასუხს სწორედ მისგან ითხოვს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სპეცოპერაცია დაგეგმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილე იოსებ გოგაშვილთან ერთად. მაჩალიკაშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯასაც ითხოვს, რომელმაც თემირლანს ესროლა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019