თბილისის აეროპორტში მხუთავი ნივთიერება შეაგდეს – სავარაუდოდ, არიან მოწამლულები

თბილისის საერთშორისო აეროპორტში რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა – უცნობმა პირმა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირის სპეც-აღჭურვილობა შეაგდო.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.

თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ მომხდარს კვალიფიკაციას ვერ მისცემენ.

“მომხდარს კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოთ”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არ იყო მხუთავი აირი, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და არც სავარაუდო დაშავებულებზე ისაუბრა.

ინფორმაცია თავდაპირველად droni.ge-მ გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, სადაც სავარაუდო დამნაშავე ჩანს.

მოგვიანებით „ნიუპოსტმა“ ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა.

როგორც აეროპორტის თანამშრომელმა განაცხადა, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, როცა 40 წლამდე მამაკაცმა აეროპორტის ტერიტორიაზე “მდოგვისგან დამზადებული ნივთიერება” დატოვა.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული აეროპორტის ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები აეროპორტის თანამშრომლები არიან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018