”თბილისიდან ვიღაც უცნობი 700 ლარს მთხოვს… ემიგრანტები მეწველი ძროხები არ ვართ!” – რამ გააბრაზა გიორგი ნიკოლაიშვილი

”თბილისიდან ვიღაც უცნობი 700 ლარს მთხოვს... ემიგრანტები მეწველი ძროხები არ ვართ!” - რამ გააბრაზა გიორგი ნიკოლაიშვილიერთი საათის წინ შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”ვიღვიძებ და ტრადიციულად მესენჯერი მაქვს გადავსებული, ვხსნი ერთ ერთი ჩემთვის უცხო ადამიანის წერილს თბილისიდან, მთხოვს 700 ლარი მასესხე და გამომიგზავნეო. ცუდად არაფერი მოუწერია, მე სხვა რამემ გამაოცა: სრულიად უცხო ადამიანი მთხოვს ფულს.
5 წელი დედა არ მინახავს და ამერიკაში იმიტომ არ ვუვლი მოხუცებს უცხო ადამიანებს ფული ვუგზავნო. ემიგრანტები, მონატრებული ჩვენ ოჯახებს, ვიტანთ ყველაფერს ჩვენივე ოჯახებისთვის. დალხენილი არავინ მიდის ემიგრაციაში!
უკვე დიდი ხანია მივიღე გადაწყვეტილება, რომ ოჯახის გარდა არავის ვეხმარები თბილისში. ყველას სათითაოდ რომ არ გიპასუხოთ, ამიტომ ვწერ სტატუსს: ემიგრანტები მეწველი ძროხები არ ვართ!”