მატარებელმა ახალგაზრდა კაცი გაიტანა – შემთხვევა ზესტაფონში

მატარებელმა ახალგაზრდა კაცი გაიტანა - შემთხვევა ზესტაფონშიზესტაფონში, რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,პირველი” ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდამ სხეულის ქვედა კიდური დაკარგა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.