”როცა აფრენა დაიწყო, მოხდა საშინელი ბიძგი და ძირს დავეხეთქეთ” – ქუთაისი-დორტმუნდის თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა – ვიდეო

”როცა აფრენა დაიწყო, მოხდა საშინელი ბიძგი და ძირს დავეხეთქეთ” - ქუთაისი-დორტმუნდის თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა - ვიდეოქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი “ვიზეარის” თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. როგორც “პალიტრანიუსს” ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს მუხრუჭის პრობლემები შეექმნა.

“ვიზეარის” თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია, თუმცა დაშვება იყო ძალიან ხისტი. ასევე ამბობენ იმას, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა კვამლი”, – განაცხადა მგზავრმა.

”როცა აფრენა დაიწყო, მოხდა საშინელი ბიძგი და ძირს დავეხეთქეთ” - ქუთაისი-დორტმუნდის თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა - ვიდეოOn.ge-ს თვითმხილველმა და ამავე რეისის მგზავრმა ქეთი მაჭავარიანმა განუცხადა, რომ თვითმფრინავს პრობლემები ადგილიდან დაძვრისთანავე შეექმნა.

“ჩავსხედით ყველა, თვითმფრინავი გაფრენას აპირებდა. როცა აფრენა დაიწყო, მოხდა საშინელი ბიძგი და ძირს დავეხეთქეთ. პილოტმა დაამუხრუჭა, რამაც გამოიწვია კვამლი და საშინელი სუნი”, – ამბობს ქეთი მაჭავარიანი.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ თვითმფრინავის სიჩქარის მაკონტროლებელი წყობიდან გამოვიდა და პილოტმა დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

“ახლა გვითხრეს, რომ პრობლემა მოგვარებულია და გაფრენა შეგვიძლია, თუმცა მგზავრების ნაწილი გამგზავრებას ვერ ბედავს”, – უთხრა On.ge-ს ქეთი მაჭავარიანმა.

ქუთაისის აეროპორტში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი უნდა აფრენილიყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო რეისი ვერ შეასრულა.

“ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას”, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთი მაჭავარიანის ფოტო

https://www.facebook.com/nino.lomtadze.3/videos/1970261226325685/