ტრაგედია საბერძნეთში – ერთ-ერთ ვილაში 26 ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ტრაგედია საბერძნეთში - ერთ-ერთ ვილაში 26 ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვესსაბერძნეთში ათენის სიახლოვეს ტყის ხანძრებს მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ხანძარია.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი იპოვეს ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს. მაშველები ნავებით და ვერტმფრენებით ახდენენ ხანძრისგან დაზარალებული დასახლებების მოსახლეობის ევაკუაციას.

სოფელ მატის სატრანსპორტო გზიდან ცეცხლის კედელი ყოფს, ამის გამო ის ადამიანები ვინც თავის დაღწევას ავტომობილით ცდილობდა, საკუთარ ავტომობილში დაიწვნენ, ვინც დარჩა ისინი ცეცხლმა სახლებში დააზიანა.

ტრავმები მიიღო 104 ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის 11 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია