“დანა და დაჭრა არ დამინახავს, დავიფიცებ, მხედველობის პრობლემა მაქვს” – მოზარდების მკვლელობის თვითმხილველი მძღოლი

"დანა და დაჭრა არ დამინახავს, დავიფიცებ, მხედველობის პრობლემა მაქვს" - მოზარდების მკვლელობის თვითმხილველი მძღოლიმოზარდების მკვკვლელობა – ავტომობილის მძღოლი ნიკოლოზ იორდანაშვილი, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა ამბობს, რომ მას “დანა და დაჭრის ფაქტი” არ დაუნახავს.

“მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ”- განაცხადა მოწმემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამძიებო კომისიაზე დაკითხვისას, რომელმაც 1 დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„მანქანით როდესაც შევედი ეზოში ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. შემდეგ ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ.

მე ეზოში ველოდებოდი, რომ ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგონე და უცებ ჩხუბი დაიწყო მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე ადგილზე ჩხუბობდნენ. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან არ მახსოვს. არ გამიხედავს თუ ვინმე მეფარებოდა ვერ ვიხსენებ. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ. წინ წაქცეული არავინ მინახავს.

არ მახსოვს მოჩხუბარი ბიჭების აღწერილობა. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა მაქვს. ასტიგმატიზმი მაქვს. ემოციურად ვიყავი ცოტა. ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი“, – განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.