მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდებულმა სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია:
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.