ისრაელმა ღაზის სექტორში “ჰამასის” პოზიციები დაბომბა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება “ჰამასის” პოზიციები დაბომბა. ავიაციამ 40 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, “ჰამასის” შტაბბინაზე.

ისრაელის არმიამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ბოლო 24 საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 70 ჭურვი გაუშვეს. რამდენიმე რაკეტა დასახლებებში ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

ეს “ჰამასის” პოზიციებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევაა 2014 წლის შემდეგ.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018