მაშველებმა მტკვარში, წითელ ხიდთან, 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მამაკაცი 25 ივნისს დაიკარგა

მაშველებმა მტკვარში, წითელ ხიდთან, 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მამაკაცი 25 ივნისს დაიკარგასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე  მუხლითაა აღძრული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.