რეალი მბაპეს ყიდვას არ აპირებს

რეალი მბაპეს ყიდვას არ აპირებსმადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა რომ რეალი პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს ყიდვას არ აპირებს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მბაპეს რეალში ტრანსფერზე ხშირად საუბრობდნენ ზაფხულში, მაგრამ როგორც ჩანს მბაპე ისევ პსჟ-ს ფეხბურთელი იქნება მომავალ სეზონშიც.
კილიან მბაპე პსჟ-ში შარშან გადავიდა მონაკოდან და მის ტრანსფერში პარიზელებმა 180 მილიონი ევრო გადაიხადეს. მბაპე ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში ურუგვაის დაუპირისპირდება.