შეიარაღებული თავდასხმა სატვირთო მანქანაზე – შსს-მ 2 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა. ჯ. და 1981 წელს დაბადებული პ. ჯ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილს, მასში მყოფ 2 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018