“ზუზუ თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას… ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა…”- ნანუკა ჟორჟოლიანი

"ზუზუ თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას... ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა..."- ნანუკა ჟორჟოლიანიმსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ფაქტს, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

„ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ. თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე. ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი “პრობლემების” ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. აქ, ფოტო უნდა იდოს, გატეხილი გულით, ცრემლით, მაგრამ მირჩევნია იდოს ჩემი ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა.“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, გუშინ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე ერთერთი კორპუსის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს.