პირველკლასელების ჩანთის წონა კილოგრამს არ გადააჭარბებს

პირველკლასელების ჩანთის წონა კილოგრამს არ გადააჭარბებსგანათლების მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა 1 კილოგრამს არ ასცდება.

„ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება“, – განმარტავს მურღულია.

თემურ მურღულიას თქმით 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.

imedinews.ge