საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებსსაქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი +28, +33 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.