ავტობანზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა

ავტობანზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი – სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.