თბილისში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში ავარიისას ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ბოძს დაეჯახა. მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
დაღუპული და დაშავებული ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.