წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ახლოს მაგნიტუდით 6.9 მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.