ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათი გაგრძელდა – სუსმა 1 პირი დააკავა

ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათი გაგრძელდა - სუსმა 1 პირი დააკავაზუგდიდის ყოფილმა მერმა მოდულის შენობა გვიან ღამით დატოვა. ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოკითხვის დეტალებზე ყოფილ მაღალჩინოსანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ის ხვალ გააკეთებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.”

რუსთავი 2