ნიკა გვარამია – ”2.5 თეთრი თითო პაჩკა სიგარეტიდან ბიძინას ჯიბეში კი გვაქვს დოკუმენტირებული”

ნიკა გვარამია - ”2.5 თეთრი თითო პაჩკა სიგარეტიდან ბიძინას ჯიბეში კი გვაქვს დოკუმენტირებული”ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

”როგორ იყო? ყოველი ლიტრი ბენზინიდან ლარი სააკაშვილის ჯიბეშიო?

ეგ მითები დარჩა მითებად და აგერ 2.5 თეთრი თითო პაჩკა სიგარეტიდან ბიძინას ჯიბეში, კი გვაქვს დოკუმენტირებულ-დამტკიცებული ?

ps კრიმინალური ფულით დაფინანსებული “ქართული ოცნება” პარტია აღარაა – კრიმინალური დაჯგუფებაა.

ამ მასშტაბის ამომრჩეველთა მოსყიდვა, რაც ოცნებას ჩაუტარებია და იკვეთება ომეგას ჩანაწერებიდან, მართალია, უკანა რიცხვით, მაგრამ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს მმართველი პარტიის უმრავლესობაში ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხზე. ასევე, აჩენს საკუთრივ პარტია ქართული ოცნების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას.

ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მმართველი პარტია თავადაც კრიმინალურია და მის მიერ ჩატარებული არჩევნებიც – ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვაა და რეპრეზენტატიულად არ ასახავს ერის პოლიტიკურ განწყობებს.”