საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი26-27 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 5-6 გრადუსით კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე დაიწევს.

როგორც გარემოს ერონული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხვალ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა.