ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენარსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” ოპერატორები გაიფიცნენ. უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს და ნაწილი ოპერატორების სამსახურიდან დაითხოვეს.
არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა და შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს.

ამ დროისთვის არხის ოპერატორები გადაღებაზე არ გავიდნენ და ისინი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ნიუპოსტი