ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლისა გარდაიცვალა.

ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლისა გარდაიცვალა.მეცნიერი და ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს.

გურამ თევზაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია.

მის სახელთანაა დაკავშირებული წიგნები: “ანტიკური ფილოსოფია”, “ახალი ფილოსოფიის ისტორია”, “გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია”, “ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა”, “იმანუელ კანტი”, “მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორია” და ა.შ. ასევე თარგმნა მარტინ ჰაიდეგერის “ყოფიერება და დრო” და დაურთო წერილი ჰაიდეგერზე.

2002 წლიდან 2018 წლამდე გურამ თევზაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი იყო.

იმედინიუსი