გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერზე ავიდა

ქართველი სპორტსმენი გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერის მეტეოსადგურამდე ავიდა, რომელიც ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობს.

ოთიაშვილმა სტარტი გერგეტის სამებიდან აიღო და 5-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად ოთხი საათი დასჭირდა.

გიორგი ოთიაშვილი 6 წელია ენდუროს კლასის შეჯიბრებზე გამოდის და საქართველოში „ჰასკი მოტოპარკის“ დამფუძნებელია.

26 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე თურქეთში მოტორბოლის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ოთიაშვილთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი მრბოლელი გამოვა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019