ისანში მანქანა 2 სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა – დაშავდა 4 პირი, მათგან 2 ბავშვია

ისანში მანქანა 2 სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - დაშავდა 4 პირი, მათგან 2 ბავშვიათბილისში, ისანში, შავი ზღვისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან გაჩერებულ ორ სამარშრუტო ტაქსს უკნიდან დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, რომელთაგან 2 პირი ინგოროყვას კლინიკასია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვია, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნიუპოსტი