თბილისის ცენტრში 25 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისის ცენტრში 25 წლის მამაკაცი მოკლეს30 სექტემბერს თბილისის ცენტრში მკვლელობა მოხდა – დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა.

ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ესმოდათ ჩხუბის ხმა.

„გვიან ღამით 04:00 საათი იყო. ბიჭი იგინებოდა. ჩხუბის მაგვარი იყო. მერე პოლიცია მოვიდა,“ – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რა გახდა თბილისში საზარელი მკვლელობის მიზეზი უცნობია. ერთ- ერთ ვერსიად ანტისემიტიზმი სახელდება.

ინციდენტი თავისუფლების მოედანზე  მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათ შორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ. ის ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

„სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ჩვენი თანამშრომელი და ჩემი მეგობარი. ის იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად. ისიც არის დაჭრილი, რამდენადაც ჩვენ ვიცით და იმყოფება ერთ-ერთ საავადმყოფოში. ეს შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ, 05:00-დან 06:00 საათამდე და მშობლებმა და ნათესავებმა შუადღისით შეიტყვეს ეს ინფორმაცია. ამ წუთამდე არ აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სწრაფი ეფექტური გამოძიება,“ – განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა აგიტ მირზოევმა.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

რუსთავი 2