ვან დეიკი:”ლივერპულს დიდი პოტენციალი აქვს”

ვან დეიკი:”ლივერპულს დიდი პოტენციალი აქვს”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავის გუნდზე ისაუბრა და თქვა რომ ლივერპულს დიდი პოტენციალი აქვს და ყველა ტურნირის მოგება შეუძლია. ვან დეიკის თქმით ლივერპული ყველა შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გადის მინდორზე და მათ სხვა მიზანი არა აქვთ:
”ჩვენ გვინდა რომ ყველა თამაშში მივაღწიოთ წარმატებას და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ლივერპულს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ეს ფორმა უნდა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს სეზონის ბოლოს რაიმე მნიშვნელოვან ტიტულს მოვიგებთ”–განაცხადა ვან დეიკმა.