ზვიად ქორიძე – “დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო”

ზვიად ქორიძე - "დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო"შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

ზვიად ქორიძეს გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 111 მსჯავრდებული შეიწყალა. კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შეწყალების კომისია შესაწყალებელ პირთა საქმეებზე 19-23 სექტემბრის პერიოდში მუშაობდა.

პირველი არხი