ავარია გორში – დაშავებულია ორსული

ავარია გორში - დაშავებულია ორსულიავარია გორში – ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.