ლუის სუარესმა მცირე ტრავმა მიიღო

ლუის სუარესმა მცირე ტრავმა მიიღობარსელონას ფორვარდმა ლუის სუარესმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან ვალენსიასთან არ ითამაშოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია სუარესის ტრავმა, მაგრამ ურუგვაის ნაკრებში ის არ გამოიძახეს, ამიტომ ლუისმა შესაძლოა ორი კვირა დაისვენოს.
სუარესმა წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მას გოლის გატანა კვლავინდებურად უჭირს. ბოლო ორ სეზონში სუარესმა ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ სამჯერ შეძლო მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა.