”მირზა სუბელიანი არ გვიცემია” – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

”მირზა სუბელიანი არ გვიცემია” - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებსსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.