21-22 ოქტომბერს საქართველოში იწვიმებს

21-22 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. როგორც „ინტერპესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 25 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესწილად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, 21–22 ოქტომბერს, შესაძლოა ცალკეულ რაიონში მცირე წვიმა, მათ შორის თბილისშიც.

აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 20–25 გრადუსი, თბილისში – 22–24 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში ღამით შესაძლოა იყოს ყინვა, –1;–2 გრადუსი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018